დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი 9 აპრილის მემორიალთან

12:13, 09.04.2026

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მოქალაქეებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ. დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში გათენებამდე ყვავილებით და ანთებული სანთლებით მიდიოდნენ და 9 აპრილის გმირთა მემორიალს ყვავილებით ამკობდნენ. მათ შორის იყვნენ 1989 წლის აქციების მონაწილეები. დილის 4 საათზე, როდესაც მომიტინგეებს თავს დაესხა საბჭოთა არმია, დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.

მსგავსი