1989 წლის 9 აპრილი - მოვლენათა ქრონოლოგია

დღეს 9 აპრილია – ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი. 1989 წლის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან,  ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.

აქციის დარბევა 9 აპრილს გამთენიისას დაიწყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე ტანკები და რუსული სადამსჯელო რაზმი გამოჩნდა, ნიჩბებიანი სამხედროები. იყო მსხვერპლი, დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ტრაგედიიდან  ზუსტად ორი წლის შემდეგ კი, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.