ერთდროულად სევდის და თან სიამაყის დღე – 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიის და სისხლიანი მოვლენების ადგილად იქცა.
საბჭოთა რუსეთის ჯარებმა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბიეს. გამოიყენეს რკინის ნიჩბები, ხელკეტები, იარაღი, სპეციალური საშუალებები და ქიმიური შემადგენლობის მომწამლავი ნივთიერებები. დაიღუპა 21 და დაშავდა ასეულობით ადამიანი, რომლებსაც ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყათ. სისხლიან სადამსჯელო ოპერაციას წინ 1988 წლიდან გაძლიერებული ანტისაბჭოთა მოძრაობა უძღოდა. 36 წლის წინანდელი 9 აპრილი ქვეყნისთვის გარდამტეხ მოვლენად იქცა. თავისუფლება, რომელსაც 9 აპრილის გმირებმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს, ორი წლის თავზე რეალობად იქცა – 1991 წლის 9 აპრილს, ცხრა დღით ადრე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა.
ორი ისტორიული მოვლენის გამაერთიანებელი თარიღი – საარქივო მასალებს გენო ოსიყმაშვილი შეგვახსენებს.