9 აპრილი - საპროტესტო აქცია რუსთაველზე 
 პარლამენტის წინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა სიტყვით გამოსვლები. შეკრებილებს მიმართეს აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა, 9 აპრილის მონაწილეებმა და მოქალაქეებმა. რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილებმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფიცი დადეს, იქ იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერებიც. ფიცის დადებამდე 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს, შემდეგ კი აქციაზე შეკრებილებმა ერთად ილოცეს.