9 აპრილი - ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით

„მადლობა თავისუფლებისთვის“ – ამ სლოგანით იხსენებენ დღეს 30 წლის წინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს.

1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა ნაწილი სხვადასხვა რეგიონიდან იყო. მათი ოჯახის წევრები „მოამბესთან“ 30 წლის წინანდელ 9 აპრილზე საუბრობენ.