ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი 3-4 ოქტომბერს გაიმართება. შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს. მაღალი რანგის  შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია 14 საათზეა ჩანიშნული.