84 წლის დურგალი წინანდლიდან

ჩვენი ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური გაგაცნობთ 84 წლის მარო ბეჟუაშვილს, რომელიც ჯერ კიდევ ფიზიკურად შრომობს და დურგლის პროფესიას არ ღალატობს. ხელობა ბავშვობაში ისწავლა და მას შემდეგ, ხის მასალით არაერთი ნივთი გააკეთა, მათ შორის ავეჯი. რეპორტაჟში ნახავთ, როგორი ცხოვრების წესი აქვს წინანდალში მცხოვრებ მარო ბებოს, რომელიც საკუთარი საქმით დღემდე ოჯახსაც ეხმარება.