800-მდე დევნილი ოჯახი სოფლებში სახლებს მიიღებს

აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სახლების შესყიდვის პროგრამამ, ბოლო პერიოდში, დიდი მასშტაბები შეიძინა და წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, 2025 წელს, სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ ჯამში, 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.