800 დევნილი ოჯახი რუსთავში ახალ ბინას მიიღებს
800 დევნილი ოჯახი რუსთავში ახალ ბინას მიიღებს. ამ მიზნით ქალაქში თანამედროვე სტანდარტების ოთხი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 81 მილიონ ლარამდეა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.