8 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს საქალაქო სასამართლო

ჯგუფურ ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. დამცველების განცხადებით, გარკვეული ვიდეოჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, ავთენტიკური არაა, დამონტაჟებულია და უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევენ, რაც შეეხება ბინებიდან და ოფისებიდან ამოღებულ მოლოტოვის კოქტეილებს და სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთებს, დამცველების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღნიშნული ნივთები არ ჰქონიათ.