თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქე 2025-ის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერების ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა მიულოცეს. მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.