8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში

21:42, 30.07.2025

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა და საგანგებო ზომები რამდენიმე ქვეყანაში – კამჩატკაზე 8.8 მაგნიტუდის დამანგრეველმა მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. არიან დაშავებულები, დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

კურილიის კუნძულზე სტიქიამ ქალაქი სევერო-კურილსკი დატბორა. ცუნამმა მიაღწია იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთამდე – რამდენიმე სანაპირო რეგიონიდან მოსახლეობა გაჰყავთ. სასწრაფო საევაკუაციო ზომები მიიღეს აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზეც. საგანგებო ზომები მოქმედებს ჰავაის დედაქალაქში, ასევე ალასკის კუნძულებზე. ჰავაისკენ ფრენები გაუქმდა, დაიხურა ნავსადგურებიც. მოსალოდნელ ცუნამზე აფრთხილებენ კალიფორნიის სანაპირო ზოლში, ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.

მსგავსი