8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში

12:32, 31.07.2025

კამჩატკის სანაპიროს მახლობლად მომხდარ ძლიერ მიწისძვრას დამანგრეველი ცუნამი არ გამოუწვევია. იაპონიამ, ჰავაიმ და რუსეთმა პრევენციული ზომების უმეტესობა შეამსუბუქეს. თუმცა საფრანგეთის ზღვისპირა ტერიტორიაზე ხელისუფლებამ ხალხი გააფრთხილა, რომ შემაღლებულ ადგილებს შეაფარონ თავი და ორ ნახევარ მეტრამდე სიმაღლის ტალღებს ელოდონ. ჰავაიზე ტალღების სიმაღლე ორ მეტრს აღწევდა, იაპონიაში კი ყველაზე დიდი ტალღა მეტრ-ნახევრამდე იყო. შეგახსენებთ 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოხდა.

მსგავსი