76-ე ბაღის აღსაზრდელთა მშობლების პროტესტი გრძელდება

ორხევში, 76-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი პროტესტს აგრძელებს. ისინი სასწავლო პროცესის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ, რომელიც 18 ნოემბერს შეწყდა,  მიზეზი ბუნებრივი აირის მცირე გაჟონვა გახდა, რის შემდეგაც, ბაღის ხელმძღვანელობამ, უსაფრთოების მიზნით, ადგილზე „თბილის ენერჯის“ წარმომადგენლები გამოიძახა და მათი რეკომენდაციით სწავლის პროცესი დროებით შეჩერდა. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს  გეოლოგებთან მოლაპარაკება, რათა შეისწავლონ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომარეობა და  სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება აღდგება თუ არა ბაღში სასწავლო პროცესი.  მშობელთა ნაწილის თქმით კი,  ტერიტორიაზე გაზის სუნი ნამდვილად იგრძნობოდა, თუმცა მათი მტკიცებით, ეს არ არის საშიში და სწავლის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის.