75 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

75 წლის წინ, 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. აღნიშნულ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის  საქართველოსაც. ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ამ დღეს ტრადიციულად, ვაკის პარკში ხალხმრავლობაა, თუმცა წელს საგანგებო მდგომარეობის გამო იქ ომის ვეტერანები ვერ შეიკრიბნენ. უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მხოლოდ პოლიტიკოსებმა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მიაგეს.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები გაიხსენეს რეგიონებშიც. ვეტერანებმა და მათი ოჯახის წევრებმა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან ფულადი დახმარებაც მიიღეს.

ვაკო ორმოცაძე დეტალებით.