წმინდა ცეცხლის რიტუალი

რამდენიმე საათში ქრისტიანული სამყაროს ნაწილი უფლის ბრწყინვალე აღდგომას იზეიმებს. სადღესასწაულო ლიტურგია საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება. განსაკუთრებული მზადებაა იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, სადაც დღეს წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. მას ათასობით პილიგრიმთან ერთად, ქართველი მომლოცველებიც დაესწრნენ. წმინდა ცეცხლი, იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე მესამემ, კუვოკლიიდან თბილისის დროით, ზუსტად 15:32  საათზე გამოიტანა.

წმინდა მიწაზე მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – სოფო მთივლიშვილი და ზაზა შუკვანი.