დავით ბაქრაძე მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობას შეხვდა

მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობის პრობლემების შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა და მარნეულის მერობის კანდიდატმა მოისმინეს. ერთ წელზე მეტია, ალგეთი წყლის გარეშე ცხოვრობს. სასმელი წყალი სოფლის მხოლოდ ნახევარ მოსახლეობას აქვს და ისიც გრაფიკით.

როგორც პარტიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი პრემიერის სახელზე გაგზავნილი წერილიც. პრობლემის მოსაგვარებლად „ევროპული საქართველო“  ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ოფიციალურად მიმართავს.