700 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებების განადგურება

21:14, 29.06.2026

სპეციალურ ღუმელში დამწვარი ნარკოტიკები.

ნორიოში დღეს 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები სპეციალური წესით გაანადგურეს. საუბარია ბოლო სამ თვეში სამართალდამცავების მიერ სხვადასხვა ადგილზე ნივთმტკიცების სახით ამოღებულ სხვადასხვა ნარკოტიკზე. მათთან ერთად დაწვეს ფსიქოტროპული ნივთიერებებიც. პროცედურა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა – ნივთიერებები მაღალტემპერატურულ ღუმელში, იგივე ინსინერატორში ჩაყრამდე, სპეციალურ საცავში ინახებოდა. პროცედურა გარემოსდაცვითი სტანდარტებით ხდება, რაც ნარჩენების გარემოში მოხვედრას ან ჰაერის დაბინძურებას გამორიცხავს.

მსგავსი