შვიდი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. ის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა.