7 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

6-7 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთი გემო ფესტს უმასპინძლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ბორჯომის პარკში გაიმართება. ორი დღის განმავლობაში, ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები. ფესტივალში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას, წარმოდგენილი იქნება 30-მდე მეწარმე. მზარეულებმა გამოცდილ შეფ-მზარეულებთან გადამზადება უკვე გაიარეს.