7 ნოემბრისა და „იმედის“ საქმე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. წ. 7 ნოემბრის საქმის განხილვა გაიმართა.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, იმსჯელა როგორც 7 ნოემბერს, ასევე „ტელე-იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის ეპიზოდებზე. საქმე, არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე, ბრალდების წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდა.

7 ნოემბრისა  და ტელე იმედში შეჭრის საქმეზე ბრალი ხუთ  ყოფილ მაღალჩინოსანს,  მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს აქვთ წარდგენილი.