7 ნოემბრის საქმე - საიდუმლო თათბირის დეტალები

როგორ დაიგეგმა 7 ნოემბრის აქცია – გახმაურებელ საქმეზე დღეს კიდევ ერთი ჩვენება დაიდო.

სასამართლოს წინაშე წარდგა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც 17 წლის წინ სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. მან ვრცლად ისაუბრა ჯერ კიდევ 4 ნოემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში გამართულ თათბირზე, სადაც კონკრეტული დავალებები გაიცა. ჩვენების მიხედვით, ქუჩაში გასული დემონსტრანტების და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დევნა-ანგარიშსწორება და ამ მიზნით არაფორმალური ჯგუფების შექმნა სწორედ გუბერნატორებს დაევალათ. მოწმე ჰყვება, რომ ამ თათბირის შესახებ მაშინვე საქმის კურსში ჩააყენა მაშინდელი სახალხო დამცველი, რომელიც 7 ნოემბერს თავადაც ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ამ შეხვედრის დეტალებს დღეს თავად სოზარ სუბარიც იხსენებს.