7 ნოემბრის საქმე – სააკაშვილის სასამართლო პროცესი 

21:25, 14.09.2026

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე.

უკვე მეორედ ჩვენება ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ მისცა, რომელიც 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელევიზიაში შეჭრის დროს კომპანია „სელფორდს“ ხელმძღვანელობდა. სწორედ ეს კომპანია მართავდა ბადრი პატარკაციშვილის აქტივებს. რუხაძემ პატარკაციშვილთან ბოლო კომუნიკაციის დეტალები გაიხსენა და მისი გარდაცვალების მიზეზად სწორედ 2007 წელს განვითარებული მოვლენები დაასახელა. ბრალდების მხარის მოწმემ ახსენა კონკრეტული ჩანაწერიც, რომლის ეთერში გაშვებას ტელეკომპანიის მფლობელი ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა არ შესრულდა. გამოკითხვის დროს საუბარი შეეხო დარბევამდე მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზებს და ტელევიზიაში შეჭრის შემდგომ პერიოდს. რუხაძის განცხადებებს ისმენდა რეზონანსულ საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც მაშინდელ რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად ტელევიზიაში შეჭრას და პატარკაციშვილის ქონების ძალადობრივად ხელში ჩაგდებას ედავებიან. „იმედის“ ყოფილი მფლობელის ჩვენებას მიხეილ სააკაშვილის მწვავე რეაქცია და არანაკლებ ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა. საქმე, რომელსაც სასამართლო 11 წელია განიხილავს, ბრალდების მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა.

მსგავსი