7 ნოემბრის საქმე – სააკაშვილის სასამართლო

18:17, 14.09.2026

7 ნოემბრის საქმეზე ირაკლი რუხაძე დაიკითხა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის ბრალდბის კიდევ ერთ ეპიზოდზე. გამოძიების შეკითხვებს რუხაძე  4 საათზე მეტ ხანს პასუხობდა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ასევე ისაუბრა მაშინდელ მმართველ გიორგი თარგამაძესთან დიალოგზე.  რუხაძის თქმით, ბადრი პატარკაციშვილმა თარგამაძეს გადასცა ჩანაწერი, რომელიც „იმედის“ ეთერში უნდა გასულიყო, თუმცა თარგამაძემ ჩათვალა, რომ ეს ჩანაწერი რისკის შემცველი იყო და არ გაუშვა. მოგვიანებით მასალა „რუსთავი 2“-მა უკვე დამონტაჟებული სახით გაუშვა, რის შედეგადაც, რუხაძის თქმით, ჩანაწერში აზრი სრულად არ იყო ასახული. საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა რომ ტურულია და მასალა არ ყოფილა დამონტაჟებული. მსჯავრდებული პრეზიდენტის თქმით  პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია. მწვავე განცხადებების შემდეგ  ირაკლი რუხაძის დაკითხვა დახურულ რეჟიმში გრძელდება. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მსგავსი