7 ნოემბრის დარბევის და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების კიდევ ერთ ეპიზოდი. დღეს „ბიემჯის“ ხელმძღვანელი, გიორგი ისაკაძე დაიკითხა, რომელიც იმ პერიოდში ბიზნესმენთა ასოციაციაში მუშაობდა. ისაკაძემ ისაუბრა ბიზნესმენთა ასოციაციაში პატარკაციშვილის ცნობილ გამოსვლაზე და მაშინდელი ხელისუფლების მიმართ მის ოპოზიციურ დამოკიდებულებაზე. ასევე, გაიხსენა პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ როგორ მოხდა ბიზნესმენის დეიდაშვილისთვის, ჯოზეფ ქეისათვის წილების გადაცემა. სააკაშვილმა კი სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და გააკრიტიკა ოპოზიციაც. როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს? – აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს.