მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია მანდატურებმა განმუხტეს. დღეს „7 ნოემბრის საქმე“ განიხილებოდა. დაიითხა ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი. მას კითხვები მიხეილ სააკაშვილმაც დაუსვა. სააკაშვილი მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს მოჰყვა სწორედ დაპირისპირება. ყოფილმა პრეზიდენტმა ზურაბ ნოღაიდელს მონა და მოღალატე უწოდა და პუტინთან შეხვედრაზე მიუთითა. საპასუხო განცხადების შემდეგ, ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის სააკაშვილისგან ვერანაირ შენიშვნას ვერ მიიღებს და 2008 წლის მოვლენები გაიხსენა.