7 ნოემბრის საქმე – მიხეილ სააკაშვილის პროცესი

15:11, 21.05.2026

„ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთიანობის მოწოდებით და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს 26 მაისის აქციას. დღესვე სააკაშვილმა თავის მიმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა ლევან ხაბეიშვილს და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ, სასამართლოში მოწმეები დაიკითხნენ.

მსგავსი