7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. მოწმის სახით დაიკითხა ჟურნალისტი თეა სიჭინავა. მან ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ილაპარაკა.
შეგახსენებთ, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.