7 ნოემბრის საქმე

18:27, 20.10.2025

2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმე და მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდი.

დღევანდელ პროცესზე „ტელეიმედის“ თანამშრომელი თენგიზ მეზურნიშვილი დაიკითხა. მისი თქმით, „იმედი“ კრიტიკულ სიუჟეტებს, მათ შორის გირგვლიანის თემას აქტიურად აშუქებდა, წინა ხელისუფლებისთვის კი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელი იყო. მეზურნიშვილის ჩვენებით, 7 ნოემბერს დილიდან „იმედი“ აქციებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, სპეცრაზმელები „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აპარატურას უმტვრევდნენ. მან ისაუბრა ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შესვლის დეტალებზეც. გაიხსენა, როგორ შეიჭრნენ საეთეროში და დააწვინეს იატაკზე ტელევიზიის ყველა თანამშრომელი.

მსგავსი