7 ნოემბრის დარბევის და ტელეკომპანია „იმედის” საქმე 

რეზონანსული აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე დაკითხული კიდევ ერთი მოწმის ჩვენება. სასამართლოში ამჯერად ბიზნესმენი გიორგი მიქელაძე დაკითხეს.

პროკურატურის მოწმემ 2011 წელს შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრთან გამართული შეხვედრის დეტალები გაიხსენა. მიქელაძეს მაშინ საკუთარი სამშენებლო კომპანია ჰქონდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, ვანო მერაბიშვილმა მას ტელევიზიის 15%-იანი წილის შეძენა მოსთხოვა. საეჭვოა ის გარემოება, რომ წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ბიზნესმენს წილების შესყიდვაში თანხა არ გადაახდევინეს, რაზეც მოწმეს საკუთარი ვერსიები აქვს.

გახმაურებულ საქმეს, რომელიც 7 ნოემბრის აქციის და „იმედის“ დარბევის და ტელეკომპანიის წილების გადაფორმების ეპიზოდებს აერთიანებს, სასამართლო უკვე მეხუთე წელია, განიხილავს.