7 ნოემბერი – შეფასებები 19 წლის შემდეგ
პოლიტიკური გაკვეთილები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, დღემდე ვერ ისწავლა – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წლის შემდეგაც არაფერს ნანობს და მეტიც, საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობაში დღესაც დარწმუნებულია. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სასტიკი ძალადობა სტრასბურგის სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებშია დადასტურებული, სახელმწიფოს მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ დასკვნები კი საერთაშორისო ანგარიშებში ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხვდა, თუმცა, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ისევ თავის მართლების რეჟიმშია, მისი აზრით, ისევ აბრალებენ და ისევ პოლიტიკურად დევნიან. ეს მაშინ, როცა ჯერ გამოძიების ეტაპზე, შემდეგ კი სასამართლო დარბაზში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 19 წლის წინანდელი საპროტესტო აქციის დარბევა რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა და მასში იმდროინდელი ხელისუფლების პირველი პირები უშუალოდ იყვნენ ჩართულები.