7 ნოემბერი - პოლიტიკური შეფასებები

მოვლენა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დანაშაულია, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მხოლოდ შეცდომად ფასდება.

რამდენიმე მათგანი 11 წლის შემდეგ ბოდიშს იხდის და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებს. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სამართლებრივი საფუძვლის არსებობას დღესაც არ უარყოფენ, თუმცა აღიარებენ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი მეთოდებით დარბევა და ტელევიზიაში შეჭრა არასწორი გადაწყვეტილება იყო.

ნაწილობრივ მონანიების მიუხედავად, წლების შემდეგაც 2007 წლის 7 ნოემბრის პოლიტიკური შეფასებები არაერთგვაროვანია.