დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. დელეგაციებს სიტყვით მიმართეს საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა.

ხაზი გაესვა მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ და ლიეტუვამ უნდა გააფართოვონ თანამშრომლობის ფორმატები, განსაკუთრებით კი საჭიროა ახალგაზრდების პოტენციალის ათვისება.