68 წელი საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან

21:59, 30.12.2024

პირველი არხის თანამშრომლებისთვის და თითოეული თქვენგანისთვის 30 დეკემბერი ისტორიული თარიღია – საქართველოს პირველი ტელევიზია დღეს იუბილარია.

68 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდაზე განთავსებული ტელეხედვის სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენი არხის ობიექტივში არაერთი ისტორიული მოვლენა მოხვედრილა და დღემდე ასე გრძელდება. უცვლელია მთავარი პრიორიტეტი – მოგაწოდოთ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი ტელე პროდუქტი. პირველი არხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2025 წელი. მომავალი წლიდან მაუწყებლობა ახალი საერთაშორისო სტანდარტების შენობიდან გაგრძელდება.

ნახევარ საუკუნეზე მეტი ტელე ეთერში – ნახეთ შალვა სუმბაძის რეპორტაჟი.

მსგავსი