ახალი რეგულაციები საფინანსო სექტორისთვის  

საბანკო სექტორში კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდა.

ეროვნულ ვალუტაში გასაცემ სესხზე დაწესებული ზღვარი იზრდება. 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი. მანამდე კი ზღვარი 100 ათას ლარს შეადგენდა. თუმცა ის იურიდიულ პირებზე არ ვრცელდებოდა. ამჯერად კი კრედიტების გაცემა უცხოურ ვალუტაში ყველასთვის შეიზღუდა.

ახალი ცვლილება ლარიზაციის პროცესის ერთ-ერთი ეტაპია. ამ ნაბჯით მთავრობა მომავალში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელოდება. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების წილი ბოლო წლებში დაახლოებით 10 %-ით გაიზარდა.