პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მორიგი საფუძველი ხდება დოკუმენტი, რომელიც ამერიკული „ფარას“ მოთხოვნების შესაბამისად გასაჯაროვდა.
შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ნიკა გილაურის კომპანია „რეფომატიქსმა“, ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მილიონ ნახევარ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. ავანსის სახით 200 ათასი უკვე გადახდილია. სანაცვლოდ კლიენტს ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის კომპანიას დაქირავებულმა „კონტინენტალ სთრათეჯიმ“ კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე უნდა გაუწიოს და უზრუნველყოს შტატების მთავრობის ცნობიერების ამაღლება ამერიკისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. იმის მიუხედავად, რომ ნიკა გილაური გამოქვეყნებულ ინფორმაციას „ფეისბუქ“ პოსტით გამოეხმაურა და განმარტა, რომ ხელშეკრულება მისი კომპანიის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ემსახურება. მმართველ გუნდი ამბობენ, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი, არაერთგზის უარყოფის მიუხედავად, ნიკა გილაურის პოლიტიკურ ზრახვებს ააშკარავებს.