60 წელი თბილისის მეტროს გახსნიდან
60 წელი ისტორიული მოვლენიდან – 1966 წელს თბილისში მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა.
სამშენებლო სამუშაოები 1953 წელს დაიწყო, პირველი საცდელი რეისი კი 1965 წლის ბოლოს შესრულდა. თავდაპირველად მეტროპოლიტენი ექვს სადგურს მოიცავდა, დღეს კი მათი რაოდენობა 22-მდეა გაზრდილი. წლებთან ერთად მეტროს ხაზი ეტაპობრივად ფართოვდებოდა. მოძრავი შემადგენლობის უმეტესი ნაწილი ამ დროისთვის სრულად არის ჩანაცვლებული. მეტროსადგურების მოწესრიგება-გაფართოება და ვაგონების მოდერნიზაცია დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად არის დასახელებული. დარჩენილი ვაგონების განახლება უახლოეს პერიოდში იგეგმება.