58 ოჯახი საცხოვრებელს ადგილს ვეღარ დაუბრუნდება - გეოლოგების დასკვნა სოფელ კურსებზე
80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება, ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის დასკვნა სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლის შემდეგ. 60-მდე ჰექტარიდან დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია. გეოლოგების დასკვნას ელოდებოდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება იმის გადასაწყვეტად, როგორ დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები დაზარალებულების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. უსახლკაროდ დარჩენილები პირველ ეტაზე სასტუმროებში დააბინავეს, მათი დიდი ნაწილი ახლა ქირით ცხოვრობს, ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამჟამად სოფელი განსაკუთრებული საფრთხის შემცველ, შედარებით სტაბილურ და უსაფრთხო ზონებადაა დაყოფილი. „მოამბე – რეგიონების“ გადამღებმა ჯგუფმა სტიქიის ზონაში შესვლა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეთვალყურეობით შეძლო.
ანუკი მასხარაშვილის, ვახო ლეკიაშვილის და გიორგი ცოფურაშვილის რეპორტაჟი ტყიბულიდან #მოამბერეგიონები