სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე რეგიონული უსაფრთხოების მესამე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“ – ფორუმის მიზანია, რეგიონში ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეწყობა, ასევე, გლობალური და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები; საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ძალისხმევა ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებისთვის; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირება და რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.