553 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერებების განადგურება
განადგურებულია 553 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება.
სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურ ღუმელში დაწვეს. განადგურდა ფსიქოტროპული საშუალებებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს პერიოდულად ანადგურებენ. შესაბამისი პროცედურა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.