საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი კვლავ იცვლება

თავის დროზე პარლამენტის ქუთაისის შენობაზე რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაიხარჯა. მაშინდელი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის შეცვლას ქალაქის ეკონომიკურად გამოცოცხლების სურვილით ხსნიდა.

მმართველი გუნდის მიერ დღეს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობა არაერთგვაროვნად ხვდება. მოქალაქეთა ნაწილის აზრით, ეკონომიკური კუთხით საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანას ძირეული ცვლილებები არ მოჰყოლია. ამიტომ მათთვის სულერთია, სად იქნება პარლამენტი.

ასე არ ფიქრობს ადგილობრივთა მეორე ნაწილი, რომელიც საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვის შემდეგ, ხელისუფლებას ქუთაისისთვის სხვა ფუნქციის მოძებნას სთხოვს.