5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სიმბოლურად წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით „გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამა“ ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა – „ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“.