5 ივლისის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დაკითხა ერთი მოწმე. მისი განმარტებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ეპიზოდი არ დაუნახავს. მისივე განცხადებით, „სირცხვილიას“ ოფისთან მყოფი ჟურნალისტებისგან გაიგო შეურაცხმყოფელი სიტყვები, თუმცა მას არ გაუგია აქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები. საქმის განხილვა 25 მარტს ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმით გაგრძელდება.