მედიაზე ძალადობის საქმის განხილვა და მორიგი აგრესია ჟურნალისტების მიმართ, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე. სასამართლო სხდომის პარალელურად, სადაც რატი წვერავა დაიკითხა, ბრალდებულების მხარდამჭერები გადაღებაზე მისულ ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მანდატურის სამსახურმა მედიის წარმომადგენლები ტერიტორიიდან განარიდა.