5 ივლისის მოვლენების შეფასება 

5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენებია პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა.

მომხდარზე ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და სვამს კითხვას, რატომ ვერ უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მედიის წარმომადგენლების დაცვა მასობრივი ძალადობისგან და თავდასხმებისგან. საკმაოდ მწვავე შეკითხვებზე პასუხების გაცემა უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის წინაშე მოუწევს. მანამდე კი პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ყოველდღე სულ უფრო მწვავდება. მმართველი გუნდის მხრიდან განსაკუთრებით მწვავე რეაქციები დღეს იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთ კვირის წინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

დატოვე კომენტარი