49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა
სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ბარიერგადალახული ოპოზიციიდან მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონდებლო ორგანოს სამმა გაერთიანებამ ოფიციალურად თავად მიმართა. საკითხი კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. ერთადერთი პარტია, რომელსაც უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს, გახარიას პარტიაა. როგორც ყოფილი პრემიერის გუნდში ამბობენ, პირადი განცხადების საფუძველზე „ქართულ ოცნებას“ მანდატების გაუქმების შესაძლებლობას არ მისცემენ. ოპოზიციის ნაწილი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი რეპრესიების დაწყების წინაპირობად აცხადებს, მმართველ გუნდში კი მიზეზად ოპონენტების მხრიდან ამომრჩეველის ნების და კონსტიტუციის უგულებელყოფას ასახელებენ.