48 წელი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან

21:55, 25.12.2025

48 წელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან – ქვეყანა უწმინდესისა და უნეტარესის ინტრონიზაციის თარიღს აღნიშნავს.

1977 წლის 25 დეკემბერს ცერემონია სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდა, რასაც წინ სიონის ტაძარში გამართული საეკლესიო კრება უძღოდა. 48 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ახალი ერა დაიწყო – განსაკუთრებულია ილია მეორის წვლილი ახალი ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში, არსებული ტაძრების აღდგენაში, ეპარქიების, სასულიერო პირებისა და მრევლის ზრდაში, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაა. მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ 1990 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება სწორედ ქვეყნის სულიერი მამის დამსახურებაა. ილია მეორის სახელს უკავშირდება არაერთი საეკლესიო მოღვაწის წმინდანად შერაცხვა, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გახსნა, არაერთი სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურული პროექტი.

დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა, პატრიარქობის პირველი მძიმე წლები და აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი