საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. იმ დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო, დღეისთვის კი ქვეყანაში 46 ეპარქია, 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 000-მდე სასულიერო პირია. თარიღის აღსანიშნავად წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.