47 წელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს. ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა.

1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართული ინტრონიზაციით მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. პატრიარქობის პირველი წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ეკლესია-მონასტრები დაკეტილი, საბჭოთა რეპრესიების გამო ტაძრების და სასულიერო პირების რაოდენობა კი შემცირებული იყო. ტაძრებს თითქმის არ ჰყავდა მრევლი. ერის სულიერი წინამძღოლის ძალისხმევით აღდგა და აშენდა არაერთი ეკლესია. პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, მრევლის და სასულიერო პირების და ეპარქიების რაოდენობის გაზრდა. განსაკუთრებულია ილია მეორის წვლილი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხითაც. პატრიარქს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმიდა სამება. უწმინდესი და უნეტარესი სხვადასხვა საეკლესიო გალობისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. აღსაყდრების 47 წელი ილია მეორეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და თბილისის მერმა მიულოცეს.