46 არალეგალი უცხოელის გაძევება

18:40, 22.05.2026

ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის მიმართულებით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. დაკავებულია 46 უცხოელი არალეგალი, მათ შორის იემენის, პაკისტანის, ინდოეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, კუბის, სუდანის, ნიგერიის, რუსეთის, ბელარუსის და ეგვიპტის მოქალაქეები. ისინი ქვეყანაში კანონდარღვევით იმყოფებოდნენ. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

 

 

 

მსგავსი